ევროვიზიის სიახლეები
ფანები

12 ქულა – დოკუმენტური ფილმი ევროვიზიის გულშემატკივრებზე

2007 წლის ევროვიზიის მასპინძელმა, ფინეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაწყვიტა გადაიღოს დოკუმენტური ფილმი ევროვიზიის გულშემატკივრების ცხოვრების შესახებ და ამისთვის დახმარებას თავად გულშემატკივრებს სთხოვს.

ორგანიზატორები მოუწოდებენ გულშემატკივრებს თავისი ტელეფონით გადაიღონ მცირე ვიდეო საკუთარი ცხოვრების შესახებ და თავად მაუწყებელი შეარჩევს სცენარს ვიდეოებზე დაყრდნობით.
ფილმის მთავარი იდეა იქნება საზოგადოებას აჩვენოს ისეთი გრანდიოზული ფენომენი, როგორიც არის „ევროვიზიის სიმღერის კონკურსი“, რომელიც აერთიანებს უამრავ გულშემატკივარს, თავისი ოცნებებით და იმედებით, მაგრამ ასევე მდიდარია განსხვავებული კულტურული ღირებულებებით – ესაა სწორედ ის, რაც ევროვიზიას უნიკალურს ხდის.

თუ გსურთ გახდეთ ამ დოკუმენტური ფილმის მონაწილე, თქვენი ვიდეო უნდა გააგზავნოთ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ელექტრონულ ფოსტაზე: 12points@yle.fi

ვიდეოში გთხოვთ გამოიყენოთ თქვენი მშობლიური ენა, ხოლო ინგლისურად თარგმნილი ტექსტი თან დაურთეთ.

ინსტრუქციები პირველი ვიდეოს გადაღების დროს:

ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 3-4 წუთი

წარმოდგინეთ თქვენი თავი, ქვეყანა და ა.შ.

რატომ ხართ ევროვიზიის გუშემატკივარი?

მოყევით თქვენი პირადი გამოცდილება ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, პირადი ისტორია, რომელიც ამ ფესტივალთან არის დაკავშირებული, ასევე განცდები, მოლოდინები, ფავორიტები 2019 წლის ევროვიზიის და შიდა შესარჩევი კონკურსებიდან.

თქვენი გეგმები 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით. როგორ აპირებთ აღნიშვნას?

არის რაიმე განსაკუთრებული ევროვიზიის შესახებ რისი თქმაც ჩვენთვის გსურთ, არ დამალოთ საკუთარი ნიჭი!

ენა:
– სასურველია მშობლიურ ენაზე.

გამოსახულება:
– გთხოვთ დაიჭიროთ კამერა გაუნძრევლად.
– გამოიყენეთ სელფის ჯოხი ან სადგამი.
– ან უბრალოდ წიგნებს მიაყუდეთ.
– გთხოვთ დაიჭიროთ თქვენი ტელეფონი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (landscape).
– ბუნდოვანი ვიდეოს შემთხვევაში, გთხოვთ თავიდან გადაიღოთ.
ხმა:
– დარწმუნდით, რომ თითით არ ფარავთ მიკროფონს.
– დარწმუნდით, რომ ქარი არ უბერავს იქ სადაც მიკროფონია.
– არ მოუსმინოთ მუსიკას ვიდეოს ჩაწერის დროს (იმ შემთხვევის გარდა, თუ დავალება ასე მოითხოვს).
მიზეზი მარტივია: შეუძლებელია იმ ვიდეობზე მუშაობა, რომელშიც ფონად მუსიკა ისმის.
– თუ ვიდეოს გადაღებას აპირებთ მანქანაში, გთხოვთ გამორთოთ რადიო ან მაგნიტოფონი.
– თუ ვიდეოს იღებთ ღია სივრცეში, გთხოვთ მიკროფონი გქონდეთ ახლოს და ისაუბრეთ ხმამაღლა.
მინიშნებები:
– საუბარი დაიწყეთ გადაღების დაწყებიდან 2 წამის შემდეგ და დაასრულეთ 2 წამით ადრე ვიდეოს გადაღების შეწყვეტამდე.
– ესაუბრეთ კამერას, როგორც საკუთარ მეგობარს. არ წაიკითხოთ ფურცლიდან ან ეკრანიდან.
– ესაუბრეთ კამერას პირდაპირ
– უმჯობესია კამერა თქვენ გეჭიროთ, ვიდრე ის მეგობარს მისცეთ.
– ემოციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინფორმაცია.

ვიდეოს გაგზავნის წესები:

– გადმოწერეთ Eurodoc Bcaster აპლიკაცია App Store ან Google Play-დან.
– თუ არ გაქვთ სმარტფონი ან პრობლემა შეგექმნათ Eurodoc Bcaster-ის გამოყენებისას, შეგიძლიათ ვიდეო გამოაგზავნოთ WeTransfer-ის საშუალებთ.
– როდესაც ვიდეოს ატვირთავთ, დარწმუნდით, რომ მასზე არის საჯარო წვდომა.
– ვიდეოს ატვირთვის შემდეგ, გააგზავნეთ ის ფინეთი საზოგადოებრივი მაუწყებლის ელექტრონულ ფოსტაზე 12points@yle.fi და მიუთითეთ თქვენი იუზერნეიმი და დავალების ნომერი.
ტრანსკრიპცია:
– იმ შემთხვევაში თუ ვიდეოში არ საუბრობთ ინგლისურ ან ფინურ ენაზე, გთხოვთ ტექსტის თარგმანი გააგზავნოთ ვიდეოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: 12points@yle.fi

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ფინეთი მაუწყებლის ოფიციალურ გვერდს:

https://yle.fi/…/12-points/12-points-the-esc-fan-documentary

უპასუხე