ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

ევროვიზია 2020 – საქართველომ მონაწილეობა ოფიციალურად დაადასტურა

საქართველომ უკვე ოფიციალურად დაადასტურა 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურში მონაწილეობა, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში გაიმართება.

წარმომადგენლის შერჩევა, 2019 წლის მსგავსად საქართველოს ვარსკვლავი-ის მეშვეობით მოხდება.

ამ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობა ოფიციალურად 20-მა ქვეყანამ დაადასტურა, მათ შორის კონკურსს უბრუნდება უკრაინა.

საქართველოს დებიუტი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2007 წელს შედგა (სოფო ხალვაში) და მას შემდეგ 12ჯერ მიიღო მონაწილეობა. ფინალურ ეტაპზე მოხვედრა კი 7-ჯერ შეძლო, აქედან 2-ჯერ კი ტოპ ათეუში მოხვდა და მეცხრე ადგილი დაიკავა სოფო ნიჟარაძემ (2010) და ელდრაინმა (2011).

ბოლო სამი წლის განმავლობაში ზედიზედ კი საქართველო ფინალს მიღმა დარჩა.

უპასუხე