ევროვიზიის სიახლეები
შედეგები

ჟიურის ქულები შეიცვალა

ჟიურის ქულები შეიცვალა!

მოგეხსენებათ, რომ ჟიურის მიერ მინიჭებული ქულებით გამარჯვებული შვედეთი გახდა, ტელემაყურებლის ხმებით კი ნორვეგია, თუმცა ქულების დაჯამების შედეგად გამარჯვება ნიდერლანდების წარმომადგენელს ერგო.
ფინალამდე ერთი დღით ადრე, ქულების წინასწარ გამჟღავნების გამო ბელორუსის ჟიური გააუქმეს.
დღეს, როდესაც ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ქულები გადაითვალა, აღმოჩნდა, რომ ჟიურის მიერ მინიჭებული ქულებით გამარჯვებული გახდა არა შვედეთი, არამედ ჩრდილოეთ მაკედონია.
თუმცა, საერთო შედეგების მიხედვით, გამარჯვებული ისევ ნიდერლანდებია. შვედეთი ერთი პოზიციით მაღლა ავიდა და ნორვეგიის ადგილი დაიკავა. კვიპროსის წარმომადგენელმა თამთამ კი მე-15 ადგილიდან მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.

ფოტო: Thomas Hanses (EBU)

ბელარუსიის ჟიურის დისკვალიფიკაციის შემდეგ, ჯერი იტალიის მიერ მინიჭებულ ქულებზე დადგა. როგორც ჩანს, იტალიელი ტელემაყურებლების მიერ მინიჭებული ქულები არასწორად იქნა დათვლილი და ამ შეცდომამ გავლენა იქონია ლიეტუვის ქულათა ჯამზე.

ქულების თავდაპირველი დაჯამების შედეგად, ლიეტუვის წარმომადგენელმა იური ვეკლენკომ, ცნობილი როგორც იურიუსი, ვერ შეძლო ნახევარ ფინალური ეტაპის გადალახვა და ფინალური შოუს მიღმა დარჩა, თუმცა, იტალიის ქულების გადათვლის შედეგად ლიეტუვას შეეძლო ათეულში შესვლა და ფინალურ ეტაპზე გადასვლა.

ლიეტუვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (LRT) უკვე მიმართა ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) სიტუაციის გასარკვევად. უახლოეს მომავალში გაირკვევა მაუწყებელთა კავშირის შემდგომი ნაბიჯები ლიეტუვასთან დაკავშირებით.

ფოტო: Andres Putting (EBU)

უპასუხე